ჩაიკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ჩაიკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ასფალტის საფარის I ფენა დაიგო.
ქუჩაზე უკვე დამონტაჟდა ბორდიურები და ტროტუარების ძირითად ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხზე ეზოების სანიაღვრე მილების ინდივიდუალური დაერთება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 852 ათას 140 ლარი გამოიყო.
დღესვე, ბათუმის მერმა ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები