ჩაისუბანში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრში რჩება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი მოინახულეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წუხელ მოხდა. ნგრევის შედეგად ბავშვთან ერთად დედა და დეიდა დაზარალდა. ქალბატონებს სამედიცინო დახმარება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწიათ, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. სახლი, რომელშიც შემთხვევა მოხდა სიძველისგან იყო ავარიული.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები