ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ეწყობა 2.2 კმ. სიგრძის გადამცემი ხაზი და სამომხმარებლო ქსელი მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ქსელის მოწყობის შემდეგ განხორციელდება რეაბილიტირებულ სისტემასთან მიერთების სამუშაოები.
ჩაისუბნის წყლის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაცია ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 1 524 608 ევროს შეადგენს.

“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები