ჭალა-წყაროთის და შუბნის ბაგა-ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების გამო ხიჭაურის, ჩანჩხალოს და ფურტიოს ბაღები სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, ხოლო ჭალა-წყაროთის და შუბნის ოქტომბრის ბოლოს. დასახელებულ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაწყებულია.

შუახევის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში 6 ბაგა-ბაღი მოქმედებს, სადაც 205 აღსაზრდელი ირიცხება.ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 5ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება.

მაღალმთიან სოფლებში ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, შუახევის სამ სოფელში ხაბელაშვილებში, ოლადაურში და ნენიაში ალტერნატიული ჯგუფები მოქმედებს, სადაც 12-12 აღსაზრდელი ირიცხება. ალტერნატიული ჯგუფები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხრადაჭერა“ ხორციელდება.

შუახევში ჭალა-წყაროთის და შუბნის ბაგა-ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები