ჩანჩხალოს ბაღში წინა საახალწლო ზეიმი გაიმართა

ჩანჩხალოს ბაგა-ბაღში წინა საახალწლო ზეიმი გაიმართა. ლამაზად მორთულ დარბაზში აღსაზრდელებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს. დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს, პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნათელა გოგიტიძემ მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრები დარიგდა. ნობათი მუნიციპალიტეტის 13 ბაღის 410-მა აღსაზრდელმა მიიღო. საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა ბაგა-ბაღების სტრუქტურულ ერთეულებში გაიმართება.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები