ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა თავისუფალია და შეზღუდვები არ არის.

„2017 წლის 27-30 ივლისს ბათუმში დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოსალოდნელია ავტოტრანსპორტის ინტენსივობის ზრდა. შესაბამისად, ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული აღნიშნული გზის 92-ე კმ-ზე არსებული ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა“ – აღნიშნულია საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტომანქანების მოძრაობა ოთხი დღით, 26-29 ივლისს უნდა შეზღუდულიყო. მოძრაობის შეზღუდვა საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, უკავშირდებოდა გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავებას.

გვირაბებში 1400-მდე ელექტრო სანათიდან 50 სანათი შესაცვლელია; ამასთან, დეპარტამენტი გეგმავდა გვირაბების დახვეტა-გარეცხვას, თუმცა სამუშაოების გადადება საპატრულო პოლიციამ გზის ამ მონაკვეთში ინტენსიური მოძრაობის გამო ითხოვა.

გზების დეპარტამენტი გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და დასუფთავებას სექტემბრის თვის დასაწყისში გეგმავს.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები