ჩაქვისა და ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებისთის სპექტაკლ ,,კონკიას“ ჩვენება გაიმართა

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დრამატული თეატრის ინიციატივითა და ბათუმის მერიის ორგანიზებით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახთა, ასევე, ჩაქვისა და ბათუმის სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებისთის სპექტაკლ ,,კონკიას“ ჩვენება გაიმართა.
ბრიტანელი რეჟისორის, ქრისეიდა ბრაუნის კომედია ,,კონკია“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღაპრის ვერსიაა თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე.
საქველმოქმედო სპექტკლის ჩვენებას ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდა.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები