ჩაქვში ბუჩქნარი იწვის – ადგილზე ხუთი სახანძრო მუშაობს

ჩაქვში ბუჩქნარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.  ხანძარი მინდორში შუადღეს  გაჩნდა. მაშველების განცხადებით, ცეცხლის გავრცელების პერიმეტრი უკვე ლოკალიზებულია.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სხვა ვიდეოები