ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში სამლოცველოზე გაკრული საარჩევნო პლაკატი დღეს ჩამოხსნილია

ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში სამლოცველოზე გაკრული საარჩევნო პლაკატი დღეს ჩამოხსნილია. ქართული ოცნების ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ პლაკატი საკულტო ნაგებობაზე  მის აქტივისტებს არ გაუკრავთ და ფაქტს პროვოკაციად აფასებს.

კანონმდებლობის თანახმად, სააგიტაციო მასალის აკრძალულ ადგილზე გაკვრის ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობამ უნდა მოიკვლიოს და სამართალდარღვევის ოქმი შეადგინოს.

ქობულეთის გამგეობის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების შემდეგ ადგილი გადაამოწმეს, თუმცა პლაკატი ჩამოხსნილი იყო, რის გამოც ოქმი არ შეუდგენიათ. ქართული ოცნების ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, მირიან ქათამაძის პლაკატი, სამლოცველოს შენობაზე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გუშინ დააფიქსირა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები