ჩემპიონატი მკლავჭიდში

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში, სადაც კლუბ „მინდორის“ ორგანიზებით ჩატარდა ჩემპიონატი მკლავჭიდში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
შეჯიბრი მკლავჭიდში ჩატარდა სამ წონით კატეგორიაში, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ თასებითა და სიგელებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები. „სკოლაში ხშირად ტარდება სპორტული შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. ერთ-ერთი კლუბი რომელშიც სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილია გაწევრიანებული სწორედ მკლავჭიდის კლუბია. მოსწავლეების აქტიურ მუშაობას წარმატებებიც მოაქვს. კლუბს ჰყავს საქართველოს და ევროპის ჩემპიონი მოსწავლეები“- პროექტის ხელმძღვანელი ბეჟან მახარაძე.
სასკოლო კლუბი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის სასკოლო კლუბების ინიციატივების ფარგლებში.

წყარო:”ხულოს რესურსცენტრი”

 

სხვა ვიდეოები