”ჭკვიანი კამერები” ხულოში

ხულოს გამგეობამ  სამი  ე.წ. „ჭკვიანი კამერა“  შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  10 ათას 785 ლარი გამოყო.  ვიდეო თვალის შესაძენად  და  დასამონტაჟებლად  გამარტივებული წესით ხელშეკრულება შპს „დელტა კონსალტინგთან” გააფორმა.

კამერები ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე განთავსდება, თუმცა ზუსტ ლოკაციებს, გამგეობის ინფორმაციით შსს-ს ანალიტიკური ცენტრი განსაზღვრავს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები