ჭოროხის შესართავთან მაშველები მამაკაცს ეძებენ

სამაშველო სასამხურმა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გუშინ დაიწყო. უწყებაში მოქალაქემ დარეკა, რომელმაც ჭოროხის ზედაპირზე ადამიანი შენიშნა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

უკვე მეორე დღეა სამუშაოები უშედეგოდ მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში 5 ბრიგადაა ჩართული, ასევე ადგილზე მუშაობენ მყვინთავები. ,, ზღვის პერიმეტრს ერთი მცურავი საშუალება აკონტროლებს, ჰესიდან მდინარე ,, ჭოროხის” შესართავამდე ზღვასთან. ცენტრში შემოვიდა მოქალაქისგან შეტყობინება, რომ მდინარე ჭოროხის შესართავთან შენიშნა მამაკაცი წყლის ზედაპირზე. მას შემდეგ ხორციელდება სამძებრო სამუშაოები”- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა თურმანიძე.

სამძებრო ოპერაცია გუშინ 18:30 წუთიდან დაიწყო, დღეს დილით კი 7:00 საათზე განახლდა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები