ჩაქვი-ხალა-ჩქვისთავი გზის რეაბილიტაცია სრულდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რაულ ბერიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავი საავტომობილო გზის კმ0+000-კმ0+190 მონაკვეთზე (190 მეტრზე) მიმდინარე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს შ.პ.ს „სამკუთხედი“ აწარმოებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 241 141 ლარს შეადგენს. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 18 ნიაღვარმიმღები ჭა ცხაურით, 370 გრძ.მ.-ზე მოეწყო გოფრირებული მილი, 309 გრძ.მ-ზე მოეწყობა ბეტონის ბორდიური. 282 მ2-ზე მოეწყობა ტროტუარი დეკორატიული ფილებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2260 მ2 ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.

წყარო:”აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი”

სხვა ვიდეოები