“ჩვენ არ გავჩერდებით სანამ სამართალი არ იზეიმებს” – მორიგი აქცია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

29 წლის გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგ აქციას მართავენ. “შემდეგი შეიძლება იყო შენ”-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ ისინი კლინიკის ეზოში და გარდაცვალების მიზეზების დროული გამოძიება მოითხოვეს.

“ვითხოვთ პასუხებს, როდის დასრულდება ან რა სტადიაშია გამოძიება. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ, რას აკეთებენ სამართალდამცველები, რატომ იგვიანებს ექსპერტიზის შედეგები, დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავე”,- ამბობს გარდაცვლილის ბიძა ტარიელ ქათამაძე.

მელანო ფუტკარაძე 21 მარტს მწვავე აპენდიციტის ოპერაციის შემდეგ კლინიკა “მედ-ცენტრში” გარდაიცვალა. მანამდე კი იგი მკურნალობის კურსს რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა კლინიკაში აღნიშნული პრობლემა ვერ დაუდგინეს. ისინი მოითხოვენ, პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ ერთ ექიმს, არამედ მორიგე ჯგუფის მთელ შემადგენლობას. ფაქტის გამოძიების დასრულებამდე ახლობლები აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.

სხვა ვიდეოები