“ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ათუმში გამართულ გიდების მსოფლიო კონგრესს დაესწრო, რომელშიც 5 კონტინენტიდან 60-მდე ქვეყნის გიდების ასოციაციის პრეზიდენტები და დამფუძნებლები იღებენ მონაწილეობას.

 თორნიკე რიჟვაძვაძემ მსოფლიო გიდებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო მოგზაურების, ტურისტული ობიექტებისა და ინვესტიციების რაოდენობაც.

„ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი მსოფლიო აღიარება მოიპოვა. გლობალურმა კომპანიამ Airbnb-იმ ბათუმი მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებად დაასახელა მსოფლიოს წამყვან ტურისტულ ქალაქებს შორის. „ნიუ იორკ თაიმსმა“ კი ბათუმი იმ 52 ქალაქის რიცხვში შეიტანა, რომელიც მისივე რეკომენდაციით, 2019 წელს აუცილებლად უნდა მოინახულონ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

სხვა ვიდეოები