ციანიდის საქმეზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარდგება

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის. სასამართლოს საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენს, რატომ უნდა გადაკვალიფიცირდეს საქმე, პროკურატურის მიერ თავდაპირველად წაყენებულ მუხლზე.

ცნობილია, რომ პროკურატურა ითხოვს, დეკანოზს მსჯავრი სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით დაედოს, რადგან სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარებით გეგმავდა. სააპელაციო სასამართლოში  სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები