„ციტრუსის ექსპორტი 2017“

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით მინისტრი გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ციტრუსის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული ციტრუსის II საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ და სამინისტროს მიერ მეციტრუსეობის დარგის მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა ციტრუსისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუნიციპალიტეტზე გადაცემული ბიფეტრინის შემცველი პრეპარატის გამოყენების თავისებურებები, მისი ეფექტურობა და გამოყენების აუცილებლობა.

სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტზე გადაცემულია 5300 ლიტრი ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი, რომლითაც 5300 ჰა ფართობი დამუშავდება. ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატები რეკომენდირებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს აღნიშნა მინისტრმა.

წყარო:”აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები