ციტრუსოვანთა პლანტაციებში წამლობითი ღონისძიებები გრძელდება

ციტრუსოვანთა პლანტაციებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, შეწამვლით ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე დაესწრო. ქ. ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შპს “მექანიზატორი“-ს 22 ერთეული შესაწამლი ტექნიკა იმუშავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. სულ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონის 50 -მდე სოფელში.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა 16 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი რომელიც ციტრუსოვანთა პლანტაციებში წამლობით ღონისძიებებს მოხმარდება. შპს „მექანიზატორი“-ს მომსახურებისათვის აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 80 000 ლარი.ციტრუსოვანთა პლანტაციებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები გრძელდება. დღეს, შეწამვლით ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე დაესწრო. ქ. ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შპს “მექანიზატორი“-ს 22 ერთეული შესაწამლი ტექნიკა იმუშავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. სულ მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონის 50 -მდე სოფელში.

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოცემული იქნა 16 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი რომელიც ციტრუსოვანთა პლანტაციებში წამლობით ღონისძიებებს მოხმარდება. შპს „მექანიზატორი“-ს მომსახურებისათვის აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 80 000 ლარი.

წყარო:”აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები