ცხოვრება საფრთხის ქვეშ

თხილვანაში მცხოვრები 16 ოჯახი სოფლიდან გასახლდა, 50 კი სტიქიის ზონაში ცხოვრებას აგრძელებს. ხულოს მერი მოსახლეობას მოუწოდებს, გეოლოგიურად აქტიური ზონა მათივე უსაფრთხოებისთვის დატოვონ.

მიმდინარე წლის იანვარში სოფელ თხილვანადან ერთ კილომეტრში მეწყერი განვითარდა, რამაც საფრთხე 65 ოჯახს შეუქმნა. აღნიშნულმა ოჯახებმა სოფლიდან განსახლების მიზნით სახელმწიფოსაგან 25-25 ათას ლარიანი კომპენსაცია მიიღეს. ასევე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებს სოფელი 10 დეკემბრამდე უნდა დაეცალათ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები