ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი.

ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან:

ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად ცხრიდან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მიიღებს. ასე მოხდა 2014 წლის ბათუმის მერის არჩევნებზე, როცა მეორე ტურში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდა 26 103 ხმით.

წყარო:”გაზეთი ბათუმელები”

სხვა ვიდეოები