ცოტნე ანანიძე სააკაშვილის “ალტერნატიულ მთავრობაზე”: ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი “ალტერნატიული მთავრობის” ინიციატივას ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელ პოლიტიკურ სცენარს უწოდებს. ცოტნე ანანიძემ “აიპრესთან” კომენტირებისას განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებას “მორიგ პოლიტიკურ აქტივიბას უწოდებს” და ინიციატივას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს:

“2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი გავიხსენოთ, როცა მიშა აანონსებდა სარფიდან საქართველოში შემოსვლას-2019 წელია არდა ვერ შემოსულა.

ცდილობს იყოს აქტიური ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად ცდილობს რაიმე აქტივობები ჰქონდეს. ეს არის მიშას მორიგი წარუმატებელი პოლიტიკური სცენარი.

დესტაბილიზაცია რომ სურს “ნაცმოძრაობს” კარგა ხანია იცის საზოგადოებამ, თუმცა ჩანასახშივე წარუმატებელია ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა, შესაბამისად არ არის საფრთხე.” – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ალტერნატიულ აჭარაში ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებულო ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბების ვერსიაზე ისაუბრა. დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიტიკურ ლიდერს ინიციატივის დეტალების განსახილველად ბელგიაში ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

სხვა ვიდეოები