ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში

იცვლება დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში უკვე ამოქმედდა. ახალი კანონპროექტით პრემიები უქმდება და მას “ჯილდო” ანაცვლებს. კანონი ადგენს ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრულ პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის დროს.

ცვლილებებს ოპოზიციაში იწუნებენ და  ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების მატებაზე საუბრობენ. მმართველი პარტია კი სისტემის მოწესრიგებაზე საუბრობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები