ცვლილებები მიწათსარგებლობის ზოგადი ზონირების რუკაში

საკრებულოს სხდომაზე, ცვლილებები და დამატებები შევიდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ზონირების ნაწილის ზოგადი ზონირების რუკის ნაწილში:
• ლეონიძისა და გაგარინის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, იქცევა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად;
• ლეონიძის ხახულისა და გაგრინის ქუჩებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთები რომლებიც არსებული მდგომარეობით წარმოადგენს სამრეწველო ზონას, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ- საქმიან ზონად;
• ლეონიძის, გაგარინისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც წარმოადგენს სამრეწველო ზონას, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად;
• გენ. ა. ბაშიძის ქუჩის, გენ. ა. აბაშიძის ჩიხისა და გაგარინის ქუჩის გაგრძელებაზე არსებულ არხს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სამრეწველო ზონას, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ საქმიან ზონად;
• პუშკინისა და ოძელაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონად;
• გონიო-კვარიათის პლაჟის გასწრივ არსებული მიწის ნაკვეთები, შეიცვლება და იქცევა ნაწილობრივ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად და ნაწილობრივ საკურორტო-სარეკრეაციო ზონად;
• დავით აღმაშენებლის ქ. N21-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, ნაწილობრივ შეიცვლება დ აიქცევა სარეკრეაციო ზონად;
• ლეონიძის ქ. N4-ისა და N4ა-ს მიმდებრედ არსებული ტერიტორიის საცხოვრებელი ზონა 6, შეიცვლება და იქცევა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები