დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

დღეს დაბა ხულოს საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გამართეს სხვადასხვა წარმოდგენები. ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამსახურის უფროსმა ბადრი მელაძემ ბაღის აღსაზრდელებს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.

წყარო:”ხულოს მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები