დაბა ქედაში 2017 წელს შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი

დაბის ტერიტორიის აღმაშენებლის ქუჩაზე გზს გაფართოება, საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 180 273 ათასი ლარია გამოყოფილი.

ასევე დაგეგმილია კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებ დასასრულ უახლოვდება რისთვისაც ბიუჯეტიდან 73 171 ათასი ლარი გამოიყო.

1 737 800 ლარი დაიხარჯება მდინარე აწარისწყლისა დააკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, აღსანიშნავია, რომ ნაპირსამაგრის მოწყობითი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა უკვე.

ტენდერია გამოცხადებული 9 აპრილის ქუჩის კეთილმოწყობაც.

უკვე დასრულდა აღმაშენებლის ქუჩის #24 მრავალსართულიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობა ,რისთვისაც 61 530 ათასილარიდაიხარჯა.

აშენდება რუსთაველისქუჩაზე მდებარე პარკში ღია სცენები, მოეწყობა ზენდიდის ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

დაბის ტერიტორიაზე სულ შვიდი ინფრასტრუქტურული ღონისძიება დაიგეგმება რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 508 262 ათასი ლარი დაიხარჯება.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები