დაბა შუახევში საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად 1 150 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარის მოწყობა იგეგმება რისთვისაც 1 150 000 ლარი გამოიყოფა რაზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ტროტუარი ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზაზე, არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, სანიაღვრე სისტემა, შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი.

სხვა ვიდეოები