დაცარიელებული სოფელი ხულოში

სოფელი ადამიანების გარეშე – ხულოში, დეკანაშვილების თემში მაღალი ზონის სოფელი კურცხალი დაცლილია, იქ ერთი ოჯახიც კი აღარ ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით ჩაჭრილიაელექტროენერგია, აღარ ფუნქციონირებს დაწყებითი სკოლა, სადაც ჯერ კიდევ შარშან ერთი მოზარდი სწავლობდა, არაა გაწმენდილი სოფლამდე მისასვლელი გზა.

ამ სოფელში რეგისტრირებულია 30-მდე ოჯახი, რომელიც ზაფხულს კურცხალში ატარებს და მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითაც სარგებლობს. განახევრებულია ახლოს მდებარე სხვა დასახლებებიცგუდასახოსა და წვერიყანაში. რთული რელიეფის და უგზოობის გამო მოქალაქეებს სურსათის მომარაგებაც უჭირთ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები