დაიწვა ხარაბაძეების სამი საცხოვრებელი სახლი და ორი ბოსელი

ხულოში, ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ტუნაძეებში ხანძარი მძვინვარებს, დაიწვა ხარაბაძეების სამი საცხოვრებელი სახლი და ორი ბოსელი, ერთ- ერთ სახლში ამ დროისათვის ტუნაძეების საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, საჯარო სკოლის კაპიტალური რემონტის გამო.  ადამიანების მსხვერპლი არ არის, გადაარჩინეს პირუტყვიც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო – სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა,რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს სოფლის მოსახლეობა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ  ხულოს მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.ამ დროისათვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია.

წყარო:”ანზორ ბოლქვაძე”

სხვა ვიდეოები