დაკვამლიანების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

ხუცუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, მიზეზი გათბობის მილიდან შენობის დაკვამლიანება გახდა. უსაფრთხოების მიზნით სკოლიდან ბავშვები გაიყვანეს და სასწავლო პროცესი შეჩერდა. სკოლის დირექტორის განცხადებით,  სამაშველო სამსახურისგან 10 დღის წინ მიიღო რეკომენდაცია შეშის ღუმელის მილების გარეთ გატანასთან დაკავშირებით, სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია.

ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორის ცნობით,  სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს, გამოსაცვლელია გათბობის სისტემაც. მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთში შეშის ღუმელით13 სკოლა სარგებლობს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები