დამეწყრილი ტერიტორია გაიწმინდა

ხულოში პანტნარისა და საციხურის საავტომობილო გზაზე ჩამოსული მიწის მასა გაწმენდილია და მოძრაობა დასაშვებია.  ტერიტრიაზე მეწყრული პროცესები სამი დღის წინ გაააქტიურდა, რის გამოც 40-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ხულოს მერის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა რჩება.

რაც შეეხება აქ მცხოვრებ ოჯახებს გოჩა მელაძის განმარტებით, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ემუქრება თუ არა საფრთხე საცხოვრებელ სახლებს. ხულოს მერიაში გეოლოგიურ დასკვნებს კვირის ბოლოს ელოდებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები