დასუფთავების სამუშაოები

შპს “სანდასუფთავების” სამსახურის მობილური ჯგუფების მიერ, დილიდანვე დაიწყო თამარის დასახლებასა და ე.წ. ბარცხანის ტერიტორიაზე არსებული სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები, რომელიც ნალექის შედეგად იქნა დაბინძურებული. დასუფთვების სამსახური ახალი წლის დღეებშიც უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. 1-ელ იანვარს, დილის 05:00 საათიდანვე, დაიწყო ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა გმირთა ხეივანში, სადაც საახალწლო ბაზრობა იყო გამართული, ასევე დასუფთავდა ევროპის მოედანი.

პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა სანაგვე ურნების გაცლის სამუშაოებიც. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, არ დაანაგვიანონ ქუჩები და თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა ქალაქის შენარჩუნების საქმეში.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები