დავით ბაქრაძე: ბიუროკრატიულ ხარჯებს გავაუქმებთ და ამ თანხას პენსიის ზრდას მოვახმართ

“ევროპული საქართველო”-ს ინიციატივით მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები და ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება” – ეს განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს აჭარაში ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატების წარდგენის დროს გააკეთა

 “ევროპული საქართველო”-ს კვოტით ბათუმის მერობისთვის პეტრე ზამბახიძე იბრძოლებს. ქობულეთის  კი პარტიის სახელით კენჭს ელგუჯა გოგმაჩაძე იყრის. ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” კანდიდატიც. მმართველი გუნდიდან ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის სოფლის მეორნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები