დავით ბაქრაძე: ჩვენი მთავარი კრიტერიუმი წესიერი და პატიოსანი ადამიანებია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხულოს მოსახლეობას გამგებლობის კანდიდატი ნუგზარ სოლომონიძე წარუდგინა. კანდიდატმა მოსახლეობას მათი პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო.

„ხულოში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ნუგზარ სოლომონიძე ეს არის აქაური, ადგილობრივი მისი მთელი ოჯახი ცხოვრობს ხულოში. წესიერი, პატიოსანი და მცოდნე ადამიანი. ჩვენი პრიორიტეტი ყველა რაიონში იქნება ისეთი ადამიანი დასახელებული და შერჩეული, ვინც არის ადგილობრივი, ვისაც ესმის ადგილობრივი პრობლემა და ვინც მზათ არის დღე და ღამ იმუშაოს პრობლემების მოსაგვარებლად.

ჩვენი გეგმა არის ის, რომ გავზარდოთ პენსიები, აღვადგინოთ სოციალური დახმარებები, გავააქტიუროთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილზე დასაქმების გეგმები. ამ ყველაფერს სჭირდება წესიერი და კვალიფიციური ადამიანები და ამიტომ, ყველგან, ყველა რაიონში მთავარი ამოსავალი კრიტერიუმი “ევროპული საქართველოსთვის” გახლავთ სწორედ წესიერი პატიოსანი და საქმის გამკეთებელი ადამიანების მოძებნა. დარწმუნებული ვარ, რომ ხულოში სწორედ ასეთი გუნდი გვყავს და გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ძალიან ბევრს გააკეთებენ“,-განაცხადა ჟურნალისტებთან ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ვაპირებ რაიონში ხალხთან ერთად შევასრულო ის დაპირებები, რაც ბატონმა დავითმა თქვა, ხულო ახალციხის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას, სოციალური დახმარებების აღდგენას ხულოს საავადმყოფოს გაუმჯობესებას. იმედია გავიმარჯვებ და დავიმსახურებ ხალხის ნდობას”,- განაცხადა ხულოს გამგებლობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ ნუგზარ სოლომონიძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები