დავით ჭიჭინაძე: გლეხს სწავლა რომ უყვარდეს გლეხი არ იქნებოდა

პარლამენტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ.

“სწავლა რომ უყვარდეს ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”, – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ როგორ ებრძოლოს მავნებელს.

სხდომაზე ითქვა, რომ მოუვლელი ბაღები ფაროსანის გავრცელებას უწყობს ხელს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

წყარო:”imedinews.ge”

სხვა ვიდეოები