
დავით მიქიაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმღვანელად დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით მიქიაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.
იგი ხუთი დღის წინ საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. აღნიშნული პოსტი ცოტა ხნის წინ თემურ კუპატაძემ დატოვა. იგი როტაციის პრინციპით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს.