დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

წლის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ, ე.წ. ,,ციანიდის საქმეზე”  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.     მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – განზრახ ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი მამალაძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ დატოვა.  მისი განაცხადებით მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მამა გიორგის ძმა განმარტავს, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ გაითვალისწინა.

სხდომას სასულიერო პირის უფლებადამცველები, პროკურორები, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
დეკანოზს ანგარების მოტივით საპატრიარქოს მდივან – რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება ედებოდა ბრალად.  სასულიერო პირი მერვე თვეა,  წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. საქმის არსებითი განხილვა კი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დეკანოზი   10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები