დელფინის ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი 7 თვეში

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექცია იყოს. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს, ასევე მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები