დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდა

დღეიდან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემა ამოქმედდება.

ის სექტორები და ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ზედმეტობით გადახდილ დამატებითი ღირებულების გადასადს ავტომატურად, პროგრამული სისტემის საშუალებით ხუთ დღეში დაიბრუნებენ.

ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ამისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ, ზედმეტობის დაბრუნებისთვის 14 დღე აქვთ.

ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივის შესახებ რამდენიმე დღის წინ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა. ბახტაძე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად ბიზნესში სამჯერ მეტი თანხა დაბრუნდება.

მინისტრმა ბიზნესს სექტორს მოუწოდა, რეფორმის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

წყარო:”samegrelorm.ge”

სხვა ვიდეოები