დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა ექნება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორგი სხდომა გაიმართა.სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სივრცითი მოწყობის გეგმა დამტკიცდა, რომელიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე განაშენებისა და გამოყენების პრიორიტეტების განვითარებას განსაზღვრავს.გეგმაში თავმოყრილია სტრატეგია, რანჟირება და შეჯერებულია მიწათსარგებლობის ზოგადი პრინციპები.გეგმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითად ასპექტებს ადგენს. მათ შორის მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნას, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტურიზმის განვითარებას და სხვა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან ერთად აჭარის ავტონომუირი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი მუშაობდა. დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება.

წყარო: “ხლვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები