დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა!

21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩახუტების საერთაშორისო დღის დამაარსებელია კევინ ზაბორნი.

ეს დღე პირველად 1986 წლის 21 იანვარს, ამერიკის შტატ მიჩიგანში აღინიშნა და ძალიან მალე სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

საერთაშორისო ჩახუტების დღის მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად გამოხატონ გრძნობები ოჯახის, მეგობრების, ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანების მიმართ.

საქართველო ჩახუტების საერთაშორისო დღეს უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები