დღეს ღამით მოსალოდნელია შტორმული ამინდი

დღეს, 18 იანვარს, ღამის 4 საათიდან მოსალოდნელი ამინდის გაუარესება. 24 საათის განმავლობაში, 20 იანვრის დილამდე, შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელდება. მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში თოვლი და ქარბუქი.

ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი.

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ზღვაში შთაფლვის რიტუალის დროს ზღვა არ იქნება შტორმული, 12 საათისთვის არც ძლიერი ქარი და ნალექია მოსალოდნელი.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები