დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძე წარუდგინეს

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძე წარუდგინეს.ხულოს მომავალი მერი გოჩა მელაძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია, პიროვნულ თვისებებთან ერთად აღსანიშნავი და დასაფასებელია მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება.

გოჩა მელაძე 2017 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე, ანუ მერობის კანდიდატად წარდგენამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილე.

2003-2006 წლებში მუშაობდა სამართლებრივი ინფორმაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრის სისხლის სამართლებრივი დაცვის ბიუროში ადვოკატის თანამდებობაზე;
2006-2007 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი)
2008-2009 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად (იურისტი);
2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის იურიდიული სამმართველოს იურისტი;
2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ბათუმის პორტში“ ჯერ უფროს ოფიცრად, შემდეგ ცვლის უფროსად, მოგვიანებით კი ეკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფის“ ცვლის უფროსის თანამდებობა;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გოჩა მელაძე მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხულოს განვითარების საკუთარ ხედვაზე და შემუშავებულ პროგრამაზე გაამახვილებს ყურადღებას.

“ანზორ ბოლქვაძე”

სხვა ვიდეოები