დღეს სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის 49 საჯარო და 1 კერძო სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა და დაიწყო სწავლა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე დღეს დაბის საჯარო სკოლას ეწვივნენ. მათ პედაგოგ-მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს. მათ საჩუქრად ნოუთბუქები, ხოლო გასული წლის წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.

“ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები