დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

დღეს სოფელში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა (International Day of Rural Women), რომელიც ყოველწლიურად 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე შეახსენებს საზოგადოებრიობას, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და რამდენად არის მათგან დავალებული მთელი მსოფლიო. ამ დღის თარიღად 15 ოქტომბრის დაწესების იდეა გაერო-ს ქალთა მე-4 კონფერენციაზე  გაჩნდა, რომელიც 1995 წელს პეკინში გაიმართა.

სოფელში მცხოვრები ქალები დედამიწის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს შეადგენენ. ისინი გადამწყვეტ როლს  თამაშობენ სოფლის მეურნეობის სტაბილურობის შენარჩუნებაში, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მათ ხშირად არ გააჩნიათ მიწაზე საკუთარი უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება და ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის პირობები, როგორიც არის სამედიცინო მომსახურება, განათლების მიღება, შეღავთიანი კრედიტები.

ამიტომაც 15 ოქტომბრის სოფელში მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე წინა პლანზე სწევს აქტუალურ ლოზუნგებს და აქტუალურს ხდის ამ ქალების პრობლემებს, ეხებიან ისინი კრედიტებს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, თუ უბრალოდ სუფთა წყლის მოხმარებას!

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები