ორ დღეში არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული მერები მუშაობას შეუდგებიან

ორ დღეში არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული მერები მუშაობას შეუდგებიან.  ხულოს მუნიციპალიტეტში ბესიკ ბაუჩაძეს გოჩა მელაძე ჩაანაცვლებს, რომელმაც 8 ათას 229 ამომრჩევლის ნდობა მოიპოვა.  ხულოს ახალი მერი, აღნიშნულ პოზიციამდე კურორტ გოდერძის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. გოჩა მელაძე საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს. პრიორიტეტი მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემის მოგვარებაა.

ხულოს მსგავსად შუახევსაც ახალი მერი ეყოლება, ტარიელ ებრალიძეს ძალოვანი სტრუქტურიდან, ფრიდონ ფუტკარაძე ჩაანაცვლებს. ახალი მერები შემდეგი კვირიდან მუშაობას აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დაიწყებენ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები