დღის ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს

ხელვაჩაურის დღის  ცენტრში ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, მერიის განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და მერიის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატო შერვაშიძე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მოულოცეს და საახალწლო ტკბილეული გადასცეს, ხოლო შ.პ.ს “ევრო თაუერის” დირექტორმა გიული თედორაძემ ხელსაქმისთვის საჭირო მასალების სხვადასხვა სახეობა მიუტანა საჩუქრად. დღის ცენტრში ვიზიტის მიზანს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და იქ მოღვაწე ბენეფიციართა თანადგომა წარმოადგენდა.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები