დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო ზოლში ამინდის მნიშვნლოვნად გაუარესდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით ზღვაზე  საშტორმო სიტუაცია შეიქმნება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში  კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ტემპერატურა  სანაპირო ზოლში +21+26 გრადუსამდე დაიკლებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუშინდელი დღე მაქსიმალური ტემპერატურებით გამოირჩეოდა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა – ხულოში+39, ქუთაისში +40, სამტრედიაში +41, თბილისში +39 გრადუსი. მხოლოდ სანაპირო ზოლში იყო შედარებით დაბალი ტემპერატურა +32 გრადუსი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები