”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო სია

საარჩევნო ბლოკი  „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“  ბათუმის საკრებულოს წევრობის პირველი ხუთეული ცნობილია.

ბათუმის მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი იურისტი ომარ ფარტენაძეა. 2015 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ასოცირებული პროფესორია. ომარ ფარტენაძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

საარჩევნო ბლოკის  „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს სიის ხუთეული ასე გამოიყურება. ომარ ფარტენაძე, გიორგი მახარაშვილი, ლიანა თაფლაძე, რომან ჯიქია და დარეჯან დიასამიძეა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები