ძეგლის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია ძველ ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქ. N4-ში მდებარე შენობის ფასადის, აივნისა და ფარნავაზ მეფის ქ. N45-ში მდებარე შენობის აივნის რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაიწყება.

შესაბამისი ტენდერის მიხედვით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა, დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა მომზადდეს. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციაში 3 000 ლარს გადაიხდის.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები