ძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საშაურმეში შევარდა – ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, საშაურმეს მინები ჩაამსხვრია და შენობის პირველ სართულზე ავარიულად გაჩერდა.  ინფორმაციას ფოტომასალასთან ერთად ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხდებენ,ა ვტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე    გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით  (“ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის  წესის დარღვევა”)დაიწყო.

 

სხვა ვიდეოები